სომხეთში კორონავირუსის 180 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 180 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსის 180 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 11 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში აღრიცხულია 168 676 ინფიცირების ფაქტი.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ვირუსს გასული 24 საათის განმავლობაში ხუთი პაციენტი ემსხვერპლა, სულ კი ლეტალური შემთხვევების რიცხვი 3135 აღწევს.

დღემდე მკურნალობას განაგრძობს 4085 ადამიანი.