სომხეთში კორონავირუსის 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 157 შემთხვევა გამოვლინდა, 259 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 205 ტესტი ჩატარდა.

25 მაისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 222 139 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 211 634 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 400 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 1 077 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.