სომხეთში კორონავირუსის 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსის 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც „კოვიდ-19“-ის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა 220 860-ს მიაღწია.

ეპიდემიის შედეგად 4323 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 9 გასული 24 საათის განმავლობაში.

ვირუსით ინფიცირებული კიდევ ორი ადამიანი სხვა თანხმლები დაავადების შედეგად დაიღუპა.

დღეისთვის მკურნალობას განაგრძობს შვიდი ათასზე მეტი პაციენტი.