სომხეთში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გასული დღე-ღამის განმავლობაში 125-ით გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

შედეგად, ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ 2273-ს მიაღწია.

დღეისთვის სომხეთში  მკურნალობას განაგრძობს 1 227 პაციენტი. ვირუსს სულ 33 ადამიანი ემსხვერპლა. 1000-ზე მეტი კი, განიკურნა.