სომხეთში კორონავირუსის 116 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 73 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 116 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 73 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 116 შემთხვევა გამოვლინდა, 73 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ოთხი პაციენტი გარდაცვლილა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 477 ტესტი ჩატარდა.

29 ივნისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 224 967 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 216 718 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 514 ადამიანი გარდაიცვალა.