სომხეთში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 100 შემთხვევა გამოვლინდა, 48 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსზე 3 881 ტესტი ჩატარდა.

23 ივნისის მდგომარეობით, ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 224 430 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 216 230 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 503 ადამიანი გარდაიცვალა. 1096 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.