სომხეთში კორონავირუსის 1 962 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი
სომხეთში კორონავირუსის 1 962 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 962 შემთხვევა გამოვლინდა, 1 219 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 31-ით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

23 ოქტომბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 26 078-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 293 014 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 259 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 975 ადამიანი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი