სომხეთში კორონავირუსის 1 785 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 785 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეის მონაცემებით, ქვეყანაში 25 228 კოვიდინფირებული აგრძელებს მკურნალობას.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 130 870 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 2 068 ადამიანი.