სომხეთში კორონავირუსის 1 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში კორონავირუსის 1 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 1 703-ით გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა. სულ კი, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში 1 697 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო ოდენობას, სომხეთში აღრიცხულია 114 383 შემთხვევა.