სომხეთში კორონავირუსის 1 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსის 1 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 697 შემთხვევა გამოვლინდა, 790 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 24-ით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 ოქტომბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 21 044-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 281 991 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 253 936 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 778 ადამიანი გარდაიცვალა.