სომხეთში „კოვიდ-19“-ის 1 694 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 64 694 შემთხვევა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 14-ით გაიზარდა.
სომხეთში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვი 1400-ს აღწევს.