სომხეთში კორონავირუსის 1 667 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში კორონავირუსის 1 667 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 667 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 40 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში ვირუსის 123 646 ინფიცირებული გამოვლინდა, მათგან 90 754 განიკურნა, 2 366 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, სომხეთის საავადმყოფოებში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 30 504 ადამიანი მკურნალობს.