სომხეთში კორონავირუსის 1 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 1 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 40 140 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 117 337 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1 763 ადამიანი.

სომხეთში კარანტინია გამოცხადებული, რომელიც 2021 წლამდე დარჩება ძალაში.