სომხეთში კორონავირუსის 1 385 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 1 385 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი

სომხეთში „კოვიდ-19“-ის 1 385 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 126 224 შემთხვევა, მათ შორის 1 500-მდე ლეტალური.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1 261-ით გაიზარდა და 94 090-ს შეადგენს.