სომხეთში კოვიდინცირებულთა რაოდენობამ 60 ათასს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში 1371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში კი, 15 ოქტომბრის მონაცემებით, ეპიდემიას ქვეყანაში 1046 ადამიანი ემსხვერპლა.
დღემდე მკურნალობას განაგრძობს 11 500-მდე პაციენტი.