სომხეთში კორონავირუსის 1 151 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 20 პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსის 1 151 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 20 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 151 შემთხვევა დაფიქსირდა, 20 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 17 313 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 272 356 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 5 549 ადამიანი.