სომხეთში კორონავირუსის 1 054 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის 1 054 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 054 შემთხვევა გამოვლინდა, 889 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 37 პაციენტი. კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები დასახელდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 12 933 ტესტი ჩატარდა. 19 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 284 237 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 255 821 პაციენტი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 842 ადამიანი გარდაიცვალა. 1 235 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.