სომხეთში კორონავირუსის ​1 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი
სომხეთში კორონავირუსის ​1 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 066 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 586 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 23-ით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 12 067-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 257 620 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 239 113 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 239 ადამიანი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი