სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 16 541 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 66 694 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1 101 ადამიანი.