სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 ივლისის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ სომხეთში „კოვიდ-19“ უკვე 38 550 შემთხვევაა დადასტურებული.

ბოლო ერთ დღეში სომხეთში კორონავირუსულ ინფექციას 10 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში 738 ადამიანი დაიღუპა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში სამი ადამიანი დაიღუპა სხვა დაავადებით, რომლებსაც კორონავირუსული ინფექცია ჰქონდათ. ასეთი შემთხვევების რიცხვი ქვეყანაში 228-ს აღწევს.