სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 291 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 291 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 291 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში კოროანვირუსული ინფექცია უკვე 38 841 ადამიანს დაუდასტურდა.

სომხური მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში კორონავირუსული ინფექციით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 749-ს აღწევს. სომხეთში „კოვიდ-19“-სგან უკვე 29 557 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 560 გასული დღე-ღამის განმავლობაში.