სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 011 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილა 16 პაციენტი
სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 011 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილა 16 პაციენტი

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 011 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 569 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 16-ით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

18 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 11 190-ს შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 253 093 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 235 599 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 5 117 ადამიანი გარდაიცვალა.