სომხეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი
სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოთხი კოვიდინფიცირებული სხვა თანმხლები დაავადებით გარდაიცვალა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 41 023 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 1047 ადამიანი. მათგან 238 კოვიდინფიცირებულის გარდაცვლაების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.