სომხეთში გამოცხადებული კარანტინი კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა
სომხეთში გამოცხადებული კარანტინი კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა

კორონავირუსთან დაკავშირებით, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებული კარანტინი კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდა.

აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადებული საკარანტინო პერიოდი 2021 წლის 20 დეკემბრამდე გაგრძელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის სავარაუდო მეოთხე ტალღის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ამავდროულად მთელ მსოფლიოში, მათ შორის მეზობელ რუსეთის ფედერაციაში, საქართველოში და რიგ ქვეყნებში, რომლებთანაც სომხეთს მჭიდრო კავშირი აქვს, გავრცელებულია ახალი (ე.წ. დელტა) შტამი, რომელსაც უპრეცედენტოდ სწრაფი გავრცელებით და მძიმედ ინფიცირებით ხასიათდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი