სომხეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავებული კი ჰოსპიტალიზებულია

14:42, 11.06.2025

სომხეთში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავებული კი ჰოსპიტალიზებულია.

შემთხვევა ქალაქ ჭამბარაკში მოხდა.

სამაშველო სამსახურის ცნობით, სამივე გარდაცვლილი ქალია. ამასთან, სახლის ზოგიერთ მცხოვრებთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სამი მათგანი ერევანში გადაჰყავთ.

არსებული ცნობებით, აფეთქება მესამე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა.

მსგავსი