სომხეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მერაბ კალაშოვი დააკავეს [ვიდეო]
სომხეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მერაბ კალაშოვი დააკავეს. კალაშოვი 2015 წლიდან საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ რამდენიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით იძებნებოდა.
სომხური სააგენტო News.am-ის ცნობით, კალაშოვი ნუბარაშენის რაიონში დააკავეს.
საფრანგეთში კალაშოვს ფულის გათეთრებასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ მიტაცებული ქონების დამალვაში ადანაშაულებენ.
სომხური მედიის ცნობით, მერაბ კალაშოვი მოქალაქეობის არმქონე პირია. ის წარსულში ნასამართლევია.
https://www.youtube.com/watch?time_continue=33&v=HJ1A7aH_ICY