სომხეთში დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავენ
სომხეთში დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავენ

სომხეთში დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლითავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. სარდარაპატთან აღმართული მემორიალი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ყვავილებით შეამკეს.

​სარდარაპატის დასახლებასთან, 1918 წელს (21-29 მაისს) როდესაც სომხეთის რეგულარული არმიის ნაწილებსა და თურქეთის არმიას შორის ბრძოლა მიმდინარეობდა, სომხეთის ეროვნულმა საბჭომ, 28 მაისს თბილისში სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმირების შესახებ გამოაცხადა

თუმცა, სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ 2 წელი იარსება. 1920 წლის 2 დეკემბერს ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.

დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს დღეს აზერბაიჯანშიც აღნიშნავენ. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მემორიალი ყვავილებით შეამკო, მოგვიანებით კი ოფიციალურ მიღებას გამართავს.