სომხეთში „დაშნაკცუთიუნის" პარტიის წევრი მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ
სომხეთში „დაშნაკცუთიუნის" პარტიის წევრი მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ

სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუთიუნი ” განცხადებას ავრცელებს. პარტიის ის წევრები, რომლებიც ამ დროისთვის მინისტრის პოსტებს იკავებენ, თანამდებობებს ტოვებენ.

პარტიის მიერ გავრცელებული განცხადებით, თანამდებობას ტოვებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  ლევონ მიკირტიჩიანი, ბუნების დაცვის მინისტრი არწვიკ მინასიანი და ტერიტორიული მართვისა და განვითარების მინისტრი დავით ლოქიანი.

თანამდებობას ასევე ტოვებს ორი ოლქის გუბერნატორიც.