სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:51, 18.04.2020

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, 17 აპრილს, კვლევა ჩაუტარდა 1 003 ადამიანს. ერთი ადამიანი დაიღუპა, 121 კი გამოჯანმრთელდა. სომხეთის საავადმყოფოებში ამ დროისთვის 705 ადამიანს მკურნალობენ. სომხეთში კორონავირუსით საერთო ჯამში 1 200-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

მსგავსი