სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო ერთ დღეში სომხეთში ვირუსისგან 34 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
29 აპრილის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“ სულ 1 932 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსისგან სომხეთში საერთო ჯამში 900 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 30 პაციენტი კი გარდაიცვალა.