სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცლილია ერთი ადამიანი – 68 წლის მამაკაცი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, კორონავირუსის გავრცელების ტემპი სომხეთში სამჯერ არის შემცირებული.

3 აპრილს გამოვლინდა ინფიცირების 34 შემთხვევა, თუმცა, პრემიერის განცხადებით, ინფორმაციის სრულად შესაფასებლად, საჭიროა, რომ გამოქვეყნდეს კიდევ ერთი დღის მონაცემები.

„თუ ჩვენი იმედები გამართლდება და ტემპის შემცირება დადასტურდება, ამას კი ხვალინდელი მონაცემებიდან გავიგებთ, ეს ნიშნავს, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ მრავალ უხერხულობას გვქიმნის, დადებით შედეგებს იძლევა. თუ ეს ასეა, ესე იგი, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, თუ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს უფრო მკაცრად დავიცავთ, ჩვენი შანსები გაიზრდება, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ რეჟიმის შემსუბუქება და დავიწყოთ ნორმალური იცხოვრების დაბრუნებაზე ფიქრი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ უახლოეს კვირებში უფრო მკაცრად დაიცვან დაწესებული შეზღუდვები.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 833 შემთხვევა, გარდაცვლილია რვა პაციენტი და გამოჯანმრთელდა 62 დაავადებული.