სომხეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვი 621-ით გაიზარდა
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვი 621-ით გაიზარდა

სომხეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვი 621-ით გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით მკურნალობას განაგრძობს 15 ათასზე მეტი ადამიანი.

საერთო ჯამში კი, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზი 156 763 ადამიანს დაუდგინა.

ამასთან, 2 733-ს შეადგენს იმ გარდაცვლილ პაციენტთა რიცხვი, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ, თუმცა ლეტალობის მიზეზი, სხვა თანმხლები დაავადება გახდა.