სომხეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ექვსი ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

12 ივლისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“-ის სულ 31 969 დადასტურებული შეთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 565 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსისგან 19 633 პაციენტი განიკურნა.

სომხეთში 16 მარტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნთ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პირობებში აკრძალულია მასობრივი შეკრებები, ასევე ქვეყანაში სავალდებულოა პირბადეების ტარება.

დატოვე კომენტარი