სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსს ბოლო 24 საათში ქვეყანაში 11 ადამიანი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში, სომხეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ვირუსის 163 972 შემთხვევა, რომელთაგან 2 974 ადამიანი გარდაიცვალა.