სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 230 შემთხვევა გამოვლინდა, 712 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 230 შემთხვევა გამოვლინდა, 712 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 230 შემთხვევა გამოვლინდა, 712 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 10-ით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსზე 3 361 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 220 447 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 207 464 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი, 4 291-ს აღწევს. 14 მაისის მდგომარეობით, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 7 627-ს შეადგენს.