სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 457 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ცხრა პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯამში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსზე 2 353 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან სომხეთში კორონავირუსის 219 270 შემთხვევა დარეგისტრირდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 204 578 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 4 234-ს აღწევს.

9 მაისის მდგომარეობით, აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 9 419-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი