სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 166 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 166 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 104 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, სამით გაიზარდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 ივლისის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 4 034 შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 228 798 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 219 062 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში კორონავირუსით სულ 4 587 ადამიანი გარდაიცვალა.