სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 145 შემთხვევა გამოვლინდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 145 შემთხვევა გამოვლინდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 145 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 217 008 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 200 472 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 4 149 კი გარდაიცვალა. კიდევ ორი ინფიცირებული სხვა დაავადებით გარდაიცვალა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ასეთი შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 1 026-ს აღწევს.