სომხეთში ბოლო დღე-ღამეში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორნავირუსის 1 836 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 23 ადამიანი. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

სართო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კოვიდინფექციის 66 530 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს 17 869 ინფიცირებული პაციენტი.

საერთო ჯამში, სომხეთში „კოვიდ-19“-ს 1 121 ადამიანის სოცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ 321 კოვიდინფიცირებული სხვა დაავადებებისგან გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი