სომხეთში „კოვიდ-19“-ის 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 ინფიცირებული
სომხეთში „კოვიდ-19“-ის 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 ინფიცირებული

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 4 858 ტესტი ჩატარდა.

ბოლო 24 საათში სომხეთში ვირუსით 29 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 15 281 ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 211 399 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 3 969 ადამიანი.