სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით კი, 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსისგან 854 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში „კოვიდ-19“-ით 157 349 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის ვირუსმა 2 752 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსისგან ჯამში გამოჯანმრთებულ ადამიანთა რაოდენობა 138 669-ს შეადგენს.