სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 485 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი
სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 485 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 485 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 18 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 444-ით გაიზარდა და 139 113-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში სულ გამოვლენილია ინფიცირების 158 734 შემთხვევა, მათგან 3 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.