სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 459 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 459 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 459 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში ინფიცირებულების საერთო მაჩვენებელი 19 157-ს აღწევს.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთებულთა რიცხი 706-ით, 8266-მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 429 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული.