სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 48 251 გახდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 3 748 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ვირუსით სამი ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში დაღუპულია 945 ადამიანი.