სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 175 016 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 054 ადამიანი.