სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 2 381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 
სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 2 381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სომხური მედია წერს, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 41 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 1 341-ს აღწევს. ასევე, 9-ით გაიზარდა სხვა დაავადებებით დაღუპული პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც „კოვიდ 19“ ჰქონდათ. ასეთი შემთხვევები სომხეთში 367-ია.

ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსული ინფექციისგან 1 001 ადამიანი გამოჯანმრთელდა, განკურნებულების საერთო რაოდენობა კი, 55 317-ს აღწევს.

ამ დროისთვის სომხეთში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 32 788 ადამიანს მკურნალობენ.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ  დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსი 89 813 ადამიანს დაუდასტურდა.