სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 267 შემთხვევა გამოვლინდა, 32 ინფიცირებული გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 267 შემთხვევა გამოვლინდა, 32 ინფიცირებული გარდაიცვალა

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 267 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 21 998 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 140 959 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 2 309 ადამიანი.