სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 540 ადამიანს დაუდასტურდა, 384 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 63 000 შემთხვევა, მათ შორის 47 925 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 11-ით გაიზარდა. სომხეთში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 1 381-ს აღწევს.