სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 188 ადამიანი დაინფიცირდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 188 ადამიანი დაინფიცირდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 188 ადამიანი დაინფიცირდა, 566 გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი  კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ოთხი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო სამი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.

5 სექტემბრის მდგომარეობით, სომხეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე სულ კორონავირუსის 44 649 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 39 823 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 170 პაციენტი, მათგან 275 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.