სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

11:31, 03.05.2020

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ერთი მათგანი 79 წლის ქალი, მეორე კი 58 წლის მამაკაცია.

შედეგად, ვირუსით გარდაცვლილთა საერთო ოდენობა სომხეთში 35-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია 113 ახალი შემთხვევა, რითაც ინფიცირებულთა რიცხვი 2386-მდე გაიზარდა. მათგან 1035 უკვე გამოჯანმრთელდა.

მსგავსი